weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

საუდის არაბეთიდან გაქცეული დები საქართველოში არიან და დახმარებას ითხოვენ

17:22 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

საუდის არაბეთიდან გაქცეული დები - მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები აცხადებენ, რომ საქართველოში იმყოფებიან. ისინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეომიმართვებს აქვეყნებენ და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვას სთხოვენ.

„ჩვენ საუდელი დები ვართ, ჩემი სახელია მაჰა და ჩემი დის – ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. საუდის არაბეთის მთავრობამ გააუქმა ჩვენი პასპორტები. ჩვენ ახლა საქართველოში ვართ“, – წერენ ისინი.

დების თქმით, საქართველოში მათ მოსაძებნად მამა და ძმები არიან ჩამოსულები.

„ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავექეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია, რომ დაგვიცვას. გვჭირდება გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადარჩენაში“, – ამბობენ დები, რომლებიც საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად პასპორტის ფოტოებსაც აქვეყნებენ.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]