weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გაიმართა

22:32 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019
ფოტო: RFE / RL ფოტო: RFE / RL

„რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ტელეკომპანიის დახურვა მოითხოვეს. მათ თან ჰქონდათ ტრანსპარანტები ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას, გადაცემა „P.S.“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, ასევე, წარწერით - „დაიხუროს „რუსთავი 2“ ღვთისმგმობელი“.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ „რუსთავი 2“ და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გარიგებულები არიან.

„ეს უნდა აღკვეთოს ხალხმა, თუ ამას მთავრობა არ აკეთებს. „რუსთავი 2“-ის დახურვა ერთია, მაგრამ მთავრობა უნდა გადააყენოს, მთავრობა უნდა დაამხოს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გაჩერდეს. ეკლესიის შეურაცხყოფის პატიება არ შეიძლება. ამ ყველაფრის გარანტიაა მთავრობა და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, გურამ ფალავანდიშვილმა.

აქციასთან დაკავშირებით ტელეკომპანიასთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]