აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ „რუსთავი 2“ და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გარიგებულები არიან.
„ეს უნდა აღკვეთოს ხალხმა, თუ ამას მთავრობა არ აკეთებს. „რუსთავი 2“-ის დახურვა ერთია, მაგრამ მთავრობა უნდა გადააყენოს, მთავრობა უნდა დაამხოს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გაჩერდეს. ეკლესიის შეურაცხყოფის პატიება არ შეიძლება. ამ ყველაფრის გარანტიაა მთავრობა და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, გურამ ფალავანდიშვილმა.
აქციასთან დაკავშირებით ტელეკომპანიასთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.