შემთხვევა სოფელში 13 აპრილს მოხდა. ბრალდებულების ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ჩხუბის მიზეზი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდება და ერთ-ერთ ბრალდებულს მასთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. ასპინძის მაგისტრანტმა სასამართლომ ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის გირაო, ხოლო მეორეს 4 000 ლარი შეუფარდა.
„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, პოლიციელი ამ დრომდე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში წევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.