მულტიმედიის მუზეუმის თანამდამფუძნებელმა, ნესტან ნიჟარაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „რეალობაში და მის მიღმა: ფოტოგრაფიული გამოსახულების 3 საუკუნე საქართველოში“.
მოძრავი მუზეუმი მე-19 საუკუნის მიწურულს, ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა და მეცენატმა ალექსანდრე როინაშვილმა, კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატების კოლექციის საფუძველზე შექმნა. უნიკალური კოლექცია კავკასიის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში მოგზაურობდა. სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა სწორედ ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუზეუმით არის ინსპირირებული.
ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.
[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია