სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით (327 გრამი) ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. ზესტაფონის რაიონის სოფელ წევას გზაზე, მეორე ბრალდებულის თ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ორ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“-ს შემცველი ფხვნილი ამოიღო.
„ორივე ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.