weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩხოროწყუში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის ეკიპაჟის წევრებს პრეზიდენტი დააჯილდოვებს

13:55 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის იმ ეკიპაჟის მფრინავებსა და წევრებს, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მოქალაქეები გადაარჩინეს, საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისგან სახელმწიფო ჯილდო შვეულმფრენის ეკიპაჟს მაღალი რისკის შემცველი სამაშველო ოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისთვის გადაეცემა. ეკიპაჟის წევრები არიან: ბესიკ გაბიანი, ბესიკ ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი და დიმიტრი ქააძე.

„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების გმირობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ურთულეს მეტეო პირობებში, წყლის ზედაპირზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელეს.

მათი სიმამაცე, პროფესიონალიზმი საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უდაოდ დასაფასებელია და მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ჩხოროწყუს ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრები პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

„ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი, ასეთი მაღალპროფესიონალური ოპერაციით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა. ასევე გუშინ, შავი ზღვის აკვატორიაში 5 ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, მდინარე ხობისწყალი უეცრად ადიდდა. ორი ადგილობრივი მდინარის ადიდებამდე კალაპოტში შეშას აგროვებდა, წყლის ადიდების შემდეგ კი მდინარიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ისინი წყლიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]