weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ფინკა ბანკისა და „აგროსფეროს“ სპეციალური შეთავაზება ფერმერებს – აგრო სესხი ექსკლუზიური პირობებით

12:45 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და ფერმერთა სერვისცენტრების ქსელ „აგროსფეროს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსკლუზიურ პირობებს აგრო სესხზე, რომლის საპროცენტო განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან) განისაზღვრა.

ფინკა ბანკის აგრო სესხის ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებიც „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში შეიძენენ სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას.

აგრო სესხის ვადა 6-დან 15 თვემდეა, სესხის თანხა 4 501 ლარიდან 60 000 ლარამდე, 10 000 ლარამდე სესხის მიღება შესაძლებელია მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტის გარეშე, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო - 0%.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ და „აგროსფეროს“ ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორმა მიხეილ გაგუნაშვილმა.

„აგრო სესხზე მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ პირობებს და გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ დაბალი პროცენტი - წლიური 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან), რაც დიდი შეღავათია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს არის შესაძლებლობა მარტივად შეიძინონ მეურნეობისთვის საჭირო როგორც ინვენტარი, ისე მასალები. მომხმარებლებს სესხის აღება შეუძლიათ სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე“ , – აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.

„აგროსფეროს“ ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორი მიხეილ გაგუნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთავაზება სწორედ გაზაფხულზე იწყება, რადგან ეს პერიოდი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„აგროსფეროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და ექსკლუზიური პირობებით ფერმერებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მათთვის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, აგროტექნიკა, აგროინვენტარი, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე მეღვინეობის დანადგარები, ფილტრაციის სისტემები, მუხის კასრები, დამხმარე მასალები და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ გაგუნაშვილმა.

ფინკა ბანკი უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.

„აგროსფერო“ მომხმარებელს სთავაზობს წამოდგენილ პროდუქციასთან დაკავშირებულ დაგეგმვისა და მოხმარების საკითხებში პროფესიონალურ კონსულტაციას.

 

[R] ფინკა ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]