weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის პროკურატურასთან აქციაზე მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა

13:51 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019
ფოტო რადიო ათინათი ფოტო რადიო ათინათი

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წინ დაკავებული 22 წლის მ.მ.-ს ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს და ობიექტური გამოძიება მოითხოვეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ბრალდებულის მამამ აქციაზე თვითდაზიანება მიიყენა. სასწრაფოს დახმარების ექიმებმა მას პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს. შეუძლოდ გახდა ბრალდებულის დედაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ 22 წლის ახალგაზრდა მეზობლებს შორის კონფლიქტის გამო დააკავეს და სამი თვეა წინასწარ პატიმრობაშია.

„სამი თვეა, ამ სასამართლოში დავდივართ და არაფერი გადაწყდა. 5-წლიდან 8 წლამდე აქვს მუხლი იმის გამო, რომ ჩხუბი მოუვიდათ მეზობლებს. ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას. რატომ არის დაკავებული ეს ბავშვი, რატომ ღუპავენ ოჯახს?“, – უთხრა რადიო „ათინათს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ასევე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ამ საქმეზე სასამართლო სხდომა 22 აპრილს ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]