weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დაშავებული მუშები ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს

18:02 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშები ამტკიცებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს. პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ მუშებმა ჟურნალისტებს თავად განუცხადეს.

ერთ-ერთი მუშის, გიორგი ლიპარტელიანის თქმით, სპეციალური ღვედის გაკეთება არ მიიჩნიეს საჭიროდ, რადგან მცირე ხნის, დაახლოებით 1-2 საათის სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი.

„ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა“, – განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, თუ რას იტყვიან მუშები, მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას

„მსგავსი შემთხვევების დროს, კომპანია ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს მუშებზე, რომლებიც არიან დაშავებულები. ხშირ შემთხვევაში დაღუპულ ადამიანებსაც კი აბრალებენ და აკისრებენ პასუხისმგებლობას.

ეს სტანდარტული შემთხვევაა და იმ ადამიანებისაც გვესმის, ვინც საკუთარ თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში დიდი შანსია, გაათავისუფლონ სამუშაოდან და მცირე შემოსავალიც კი დაკარგონ, ვერც კომპენსაციას მიიღებენ. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყოველთვის ხდება შანტაჟის და გამოუვალი მდგომარეობის გამო“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი მუშა 16 აპრილს დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორ დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, ხოლო ერთს მოტეხილობა.  

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]