მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. „ატკატის“ სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.