weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-60 ადგილზეა

10:31 პარასკევი, 19 აპრილი 2019

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Without Borders) 2019 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით, 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია.

„ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმება მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობის და ტელეარხების პლურალიზმის კუთხით წინსვლა მოიტანა, თუმცა მფლობელები ხშირად მაინც ახდენენ გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე. დიდი გავლენა აქვს მიმდინარე დავას მთავარი ნაციონალური ოპოზიციური ტელეარხის, „რუსთავი2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით. ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ იშვიათია, თუმცა მუქარების შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიებას კვლავ დასადები აქვს დამაჯერებელი შედეგები მუხთარლის საიდუმლოებით მოცული გატაცება და შემდგომ აზერბაიჯანში პოლიციის იზოლატორში გამოჩენა შოკისმომგვრელი იყო ქართველებისთვის, რომლებიც ტრადიციულად სთავაზობენ თავშესაფარს მეზობელი ქვეყნების დისიდენტებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს 1 ქულით ჩამორჩება სომხეთი და 61-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი 166-ე ადგილზეა, თურქეთი – 157-ე, რუსეთი კი 149-ე ადგილს იკავებს. პირველ ხუთეულში მოხვდნენ ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ჰოლანდია და დანია.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს 2013 წლიდან აფასებს. პრესის თავისუფლების ინექსით საქართველო 2013 წელს 180 სახელმწიფოს შორის მე-100 ადგილზე იყო, 2014 წელს – 84-ზე, 2015 წელს – 69-ზე, 2016 და 2017 წლებში – 64-ზე, 2018 წელს კი 61-ე ადგილზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]