ახალგზარდა კაცი გუშინ ღამით დაჭრეს. პირველი არხი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, თანასოფლელებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დავა წლებია გრძელდება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ისროლა გრიგოლიშში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო დაჭრილი ამავე შტაბის კოორდინატორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.