სეზონური ალერგიული რინიტი
სეზონური ალერგიული რინიტის სიმპრომები ვლინდება მხოლოდ წლის გარკვეულ დროს, უფრო ხშირად გაზაფხულზე, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში. ის ხასიათდება ცემინებით, სურდოთი ან პერიოდული გაჭედვით, როდესაც ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო მკვეთრად გაძნელებულია სუნთქვა და ცხვირის ქავილი.
სეზონური ალერგიული რინიტის დროს მკურნალობა უმჯობესია დავიწყოთ სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე (თითქმის ყველა პაციენტმა იცის, რა დროს იწყება ალერგიის გამოვლინება). ეს დაავადებას უფრო ეფექტურსა და ადვილად მართვადს ხდის.
ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატი, ზღვის წყლის ცხვირის აეროზოლები (რითიც ხდება ცხვირის ლორწოვანის გამორეცხვა), სისხლძარღვთა შემავიწროვებელი წვეთები და სტეროიდები.
თუ ალერგიული ხართ მცენარეთა ყვავილის მტვრის მიმართ სეზონის დროს:
- ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით;
- მოერიდეთ გარეთ სიარულს ქარიან, მშრალ და ცხელ ამინდში, რადგან მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ამ დროს მაქსიმალურია. უმჯობესია წვიმიანი ამინდის შემდეგ სეირნობა;
- დახურეთ სახლის და მანქანის ფანჯრები, განსაკუთრებით კონდინციონერი ჰაერის გამწმენდი ფილტრით;
- ოთახის იატაკი და ავეჯის ზედაპირი გაწმინდეთ სველი წესით;
- სახლში მისვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი.
[R] „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია