weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამცხე–ჯავახეთში სომხური მართვის მოწმობის მფლობელები 500 ლარით დააჯარიმეს

15:22 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტსა და ახალციხეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 500 ლარით დააჯარიმეს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც მართვის მოწმობა სომხეთში აქვთ აღებული.

სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მძღოლებს განუმარტეს, რომ მართვის მოწმობები მოქმედი აღარ არის, რადგან სომხეთში მათი გაცემიდან ერთი წელზე მეტია გასული.

პარლამენტის წევრის სამველ მანუკიანის განცხადებით, გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად უცხო ქვეყანაში აღებული მართვის მოწმობით გადაადგილების გამო მძღოლებს აღარ დააჯარმებენ, 5 ივლისამდე დაჯარიმებულ პირებს კი ჯარიმა გაუუქმდებათ.

„მამუკა მდინარაძესთან ერთად შეხვედრაზე ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს ჯარიმებთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მამუკამ და მე ამ საკითხზე ვისაუბრეთ. მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა. მინისტრმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის თანახმადაც ყველაფერი ძველებურად დარჩება და ისინი, ვინც უკვე დააჯარიმეს, ჯარიმისგან გაათავისუფლებენ“,- უთხრა მანუკიანმა ახალქალაქში ბაზირებულ სააგენტო „ჯეინიუსს“.

მისივე თქმით, შს მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან.

„რეგინფო“ შეეცადა სამველ მანუკიანის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაემოწმებინა. როგორც უწყებაში გვითხრეს, ამ საკითხზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]