weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს

15:08 პარასკევი, 19 აპრილი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძის გადაყენებას მხარი დაუჭირა. კაპანაძის წინააღმდეგ საბჭოს ოთხმა წევრმა მისცა ხმა.

ნათია კაპანაძის უნდობლობის პროცედურის დაწყება 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დარცმელიძემ განაცხადა, რომ ნათია კაპანაძე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და „თანხებს ისე განკარგავს, როგორც უნდა“. როგორც დარცმელიძემ, ისე გიგა ჩხარტიშვილმა განაცხადეს, რომ კაპანაძის გადაყენებით ტელევიზიაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება. თავის მხრივ, ნათია კაპანაძემ თქვა, რომ ყოველთვის მუშაობდა, მუშაობს და იმუშავებს კანონის დაცვით.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ახალი დირექტორის არჩევამდე, ამ თანამდებობაზე მოვალეობას ნათია კაპანაძის მოადგილე მაუწყებლის განვითარების დარგში, ნათია ზოიძე შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]