weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნათია კაპანაძე მისი გადაყენების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

15:30 პარასკევი, 19 აპრილი 2019

ნათია კაპანაძე, რომელიც მრჩეველთა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნათია კაპანაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძის იმპიჩმეტის საკითხზე დღეს იმსჯელა. მისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება საბჭოს ორმა წევრმა – ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა. საბჭოს ოთხმა წევრმა მხარი დაუჭირა კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]