weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჯარო რეესტრის ციფრული არქივის სისტემას აზერბაიჯანის დელეგაცია გაეცნო

17:53 პარასკევი, 19 აპრილი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების არქივის სისტემისა და არქივირების პროცესის გაცნობა იყო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის ბაქოს ოფისის არქივის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემა, ელექტრონული სერვისები და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

დელეგაციის წევრებისთვის საჯარო რეესტრის რეგისტრაციის დეპარტამენტსა და არქივის სამსახურში საინფორმაციო ტურიც მოეწყო და სტუმრები მონაცემების დიგიტალიზაციის, დოკუმენტების დასკანერების, არქივირებისა და ინფორმაციის შენახვა/გაცემის პროცესებს სამუშაო ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯაინის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა საჯარო რეესტრის არქივის შენობაც დაათვალიერეს, სადაც ქაღალდის დოკუმენტები ცენტრალიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უსაფრთხოდ ინახება.

 

[R] საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]