weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

11:21 შაბათი, 20 აპრილი 2019
ფოტო © RFE / RL ფოტო © RFE / RL

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. ატმეჩკის გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა. სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ატმეჩკები, კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

„გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]