weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში მოწამლული 10 ბავშვის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

15:52 შაბათი, 20 აპრილი 2019

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი ათი ბავშვის თანმხლები ქალის მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი უკრაინის მოქალაქეა და ბავშვებთან ერთად საქართველოში 8 აპრილს, მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოვიდა.

შს სამინისტროს განცხადებით, არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ათივე ბავშვი ამ ქალის შვილია.

„აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს, ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნებით ათი ბავშვი დღეს შეიყვანეს. მათგან ყველაზე უმცროსი შვიდი თვის არის, უფროსი კი 11 წლის. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ბავშვები საავადმყოფოში უკრაინის მოქალაქე ქალმა მიიყვანა. ქალი, ბავშვებთან ერთად, ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]