weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

პანკისში სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება აღკვეთილი – შსს

10:45 კვირა, 21 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა.

„შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მდინარე ალაზანზე ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი. პანკისში მესამე ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცავებს შორის უკვე მოხდა დაპირისპირება, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველთა მხრიდან გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]