weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისში ჰესის მშენებლობა შეჩერდა, შსს მოსახლეობას მოლაპარაკებას სთავაზობს

11:36 კვირა, 21 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლებას ეწინააღმდეგებიან, უთხრა, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. მან ადგილობრივებს მოუწოდა, პოლაპარაკებების მიზნით, გამოყონ რამდენიმე ადამიანი.

„როგორც თქვენმა წარმომადგენლებმა – უხუცესებმა მითხრეს, უნდათ შეხვედრა თელავში, კომპეტენტურ პირებთან. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, ვისაც ენდობით, ჩავიყვანთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. რამდენიც გინდათ, იმდენი გამოყავით“, – უთხრა საბანაძემ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს.

მინისტრის მოადგილემ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება.

„აქვე გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებზეც თითოეული ჩვენგანი ზრუნავს და იზრუნებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, დაისჯება უმკაცრესად, პირდაპირ გეუბნებით. სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს და მაქსიმალურად ეცდება, გაითვალისწინოს ხალხის ინტერესი. მოგიწოდებთ, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. პოლიცია მოწოდებულია იმისკენ, რომ აღასრულოს კანონი და ამავე დროს, დაიცვას თქვენი ინტერესები...

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ხედავთ, რომ მუშაობა შევაჩერეთ. ჩვენ ვართ როგორც თქვენი ინტერესების დამცველები, ისე იმ ადამიანების ინტერესების დამცველები, რომლებსაც ინვესტორი ჰქვიათ. მთავარი ამოცანაა, რომ თქვენც კმაყოფილები იყოთ და ისინიც“, – განაცხადა საბანაძემ.

ამ დროისთვის სოფლების ძიბახევისა და ბირკიანის მიმდებარედ რჩება დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, ასევე საპოლიციო ტექნიკა. ადგილზე შეკრებილები არიან ხეობის მცხოვრებლები.

ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოლაპარაკების დაწყების წინადადებით გამოვიდოდა, დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის. არსებული ინფორმაციიით, გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

მდინარე ალაზანზე ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. 

მშენებლობის განახლებამდე და პოლიციის შესვლამდე, 18 აპრილს, პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა, რომელიც იმავე საღამოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა.

პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]