პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ადგილობრივებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველები კი რეზინის ტყვიებს ისვრიან და ცრემლსადენ გაზს უშვებენ.
შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ სხეულის დაზიანებები აქვთ მიღებული როგორც სამოქალაქო პირებს, ისე სამართალდამცველებს. დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანები და სპეცტექნიკა.