weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

პანკისში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამწვავდა [LIVE]

14:27 კვირა, 21 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თელავში დაწყებული მოლაპარაკების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში დამატებითი ძალები შეიყვანა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ადგილობრივებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველები კი რეზინის ტყვიებს ისვრიან და ცრემლსადენ გაზს უშვებენ.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ სხეულის დაზიანებები აქვთ მიღებული როგორც სამოქალაქო პირებს, ისე სამართალდამცველებს. დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანები და სპეცტექნიკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]