აგვისტო 17, 2019
weather cur horoscope tv

5-მეგავატიანი ჰესისთვის ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ? – გახარია პანკისელებს

16:26 კვირა, 21 აპრილი 2019 hits 1796

„გასაყოფი რა გვაქვს. ხომ ვართ ერთი მიწის შვილები, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია? რისი გულისთვის, 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც საუბარი შეიძლებო, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე ხომ არ შეიძლება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში, ადგილობრივებთან შეხვედრისას.

„თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო, ახლა უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. არავინ, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არცერთი მოქალაქის - არც თქვენი, არც ფორმიანი ადამიანების და არც მშენებლების უფლებების დარღვევას. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გამწვავდა.

„სამშენებლო კომპანიას, როდესაც აქ სამუშაოები განახლდა, შემოყვა 35 პოლიციელი. ეს არის პასუხი“, – თქვა გახარიამ, რომელსაც ჟურნალისტების დამატებითი კითხვებისთვის არ უპასუხია.

შს მინისტრის ინფორმაციით, პოლიციისა და მოქალაქეების შეტაკების შედეგად 15 პოლიციელი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]