„თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო, ახლა უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. არავინ, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არცერთი მოქალაქის - არც თქვენი, არც ფორმიანი ადამიანების და არც მშენებლების უფლებების დარღვევას. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება“, – აღნიშნა შს მინისტრმა.
გიორგი გახარიას განმარტებით, ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გამწვავდა.
„სამშენებლო კომპანიას, როდესაც აქ სამუშაოები განახლდა, შემოყვა 35 პოლიციელი. ეს არის პასუხი“, – თქვა გახარიამ, რომელსაც ჟურნალისტების დამატებითი კითხვებისთვის არ უპასუხია.
შს მინისტრის ინფორმაციით, პოლიციისა და მოქალაქეების შეტაკების შედეგად 15 პოლიციელი დაშავდა.