weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზმა ჟურნალისტებმა სოფლის ქართული სახელით მოხსენიების გამო ბოდიში მოიხადეს

16:29 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნი ლაიფის“ რედაქციამ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის მოთხოვნის შემდეგ, ბოდიში მოიხადა ერთ–ერთ სტატიაში სოფლის ქართული სახელწოდებით მოხსენიების გამო, – იუწყება ზუგდიდში ბაზირებული სააგენტო „ლაივპრესი“.

სტატიაში „გალის რაიონის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურთ“ სოფლის ქართული სახელწოდება – ნაბაკევი, ფრჩხილებს გარეთ წერია, ფრჩხილებში კი მისი აფხაზური სახელწოდება „ბატაგურიაა“ მითითებული.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციამ მიმართა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„სოფლის ოფიციალური სახელწოდების ფრჩხილებში ჩასმა, ხოლო ფრჩხილების გარეშე ძველი ქართული სახელის მითითება აღმაშფოთებელი ფაქტია არა მხოლოდ კანონის წინაშე, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის წინაშეც. მოვითხოვთ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ბოდიშის მოხდას“, - ნათქვამია გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებაში.

რედაქციის საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ სტატიაში სოფლის ქართული სახელწოდება ყოველგვარი ბოროტი განზრახვის და პოლიტიკური ასპექტების გარეშე გამოიყენეს. რედაქციის განმარტებით, კორესპონდენტს სურდა მკითხველისთვის სოფლის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდებინა.

„ბოდიშს ვიხდით მათ წინაშე, ვისაც ეს ჩანაწერი შეეხო, რადგან პატივს ვცემთ დაღუპულთა ხსოვნას და აფხაზ ხალხს“, - აღნიშნულია რედაქციის განცხადებაში.

ამასთან, რედაქცია განმარტავს, რომ დასახლებების ძველი, ქართული სახელწოდებები გალის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც წერია. „აფსნი ლაიფი“ მიიჩნევს, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც სოფლების ახალ აფხაზურ დასახელებებს არ მოიხსენიებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]