weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰესი მარტო მაშინ აშენდება, მოსახლეობის 90% რომ დაუჭერს მხარს – გახარია

17:30 კვირა, 21 აპრილი 2019

„გადავდეთ ჰესის თემა და შევთანხმდით ესეთ რაღაცაზე – ჰესს 90 პროცენტი მოსახლეობა რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო“, – უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისელებს მას შემდეგ, რაც უხუცესებს შეხვდა. გახარიას ადგილობრივებმა უპასუხეს, რომ 99% ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

„ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს ძმობას არ შეეფერება.  ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ, ამის მერე უნდა გავარკვიოთ სად შეგვეშალა, ვინ არის დამნაშავე და ა.შ. როგორც თქვენს უხუცესებთან ვისაუბრე, ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს. თუ ვინმე გადავიდა და დაარღვია კანონი, ცალკე სალაპარაკოა.

ამ ჰესის მშენებლები გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და რაზეც შეთანხმედება აქ, ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ოღონდ ერთი რამ უნდა იცოდეთ - ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ამიტომ ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძმობას, ურთიერთობას და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გახარიას თქმით, ის პანკისში ავიდა არა ჰესის გამო, არამედ იმიტომ, რომ ადგილობრივებმა „ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეს“.

„თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ, ვინ ვის რა ესროლა“, – განაცხადა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]