weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველა, ვინც იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, პასუხს აგებს – გიორგი გახარია

18:03 კვირა, 21 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, რომ ყველა, ვინც დღეს შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. გახარიას თქმით, ხეობას დატოვებენ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, თუმცა ადგილზე დარჩება „გაძლიერებული პოლიცია“.

„ჩვენი შეთანხმება არის მარტივი და ამავდროულად, რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონთან შესაბამისობაში აგებს პასუხს. ეს ერთი. მეორე – ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ არ მიაღწევენ მხარდაჭერის კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა, აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი რომელზეც აქტიურად დაიწყებენ მუშაობას. შსს-ს პეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პანკისში ჩასვლის შემდეგ უხუცესებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვოლი, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრი ქეთევან ციხელაშვილი.

 

ამ თემაზე:

პანკისში 12 ადგილობრივი და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელი დაშავდა – შსს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]