weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

11:37 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ. ღონისძიება წყალტუბოში ჩატარდა და მასში იმერეთის რეგიონში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა თემით წარდგა: ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, თიბისი ბანკის კორპორატიული მომსახურება რეგიონებში, თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში, კულტურა 3.0, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, „სილავმარკე“, IFRS for SME, საგადასახადო სიახლეები და გარემო ბიზნესისთვის, მოტივაცია გაყიდვებში.

ამის შემდეგ, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვორქშოპებს დასწრებოდნენ და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, როგორებიცაა: სოციალური მედიის მართვა, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ფინანსები და სხვა.

თიბისის ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ბიზნესფორუმი აჭარისა და იმერეთის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება.

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმების პარტნიორია „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE).

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]