weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარტვილში ქვის საამქროში მამაკაცი დაიღუპა

10:38 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ქვის საამქროში, 44 წლის მამაკაცი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„რეგინფოს“ სალხინოში მერის წარმომადგენელმა, გია ჯიჯელავამ უთხრა, რომ საამქრო ექსპლუატაციაში თვის ბოლოს უნდა შესულიყო.

„გარდაცვლილი და საამქროს მფლობელი ბიძაშვილები არიან. საამქრო თვის ბოლოდან უნდა ამუშავებულიყო და გარდაცვლილი პიროვნება იქ უნდა დასაქმებულიყო. როგორც ჩანს, გუშინ დანადგარების შესამოწმებლად იყო მისული. უცნობია, რა გარემოებაში დაიღუპა“, – ამბობს გია ჯიჯელავა.

მისივე ინფორმაციით, ოჯახმა ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]