weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვა 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს

11:05 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალისა და ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია.

„ყველა დამრღვევის მიმართ გატარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს“, – აცხადებენ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

არსებული მონაცემებით, ერთი ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კილოგრამი ჭვარტლი და 450 კილოგრამი სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

„ჭიაკოკონობა“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]