weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბავშვებს სისხლში ყველაზე მეტი ტყვია აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აქვთ

12:51 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს შემდეგ რეგიონებში: აჭარა – 85%; გურია – 73%; სამეგრელო/ზემო სვანეთი – 71%; იმერეთი – 61%; სამცხე-ჯავახეთი – 32%; თბილისი – 30%; კახეთი – 25%; მცხეთა-მთიანეთი – 20%; ქვემო ქართლი – 18%; შიდა ქართლი – 21%.

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს შემდეგ რეგიონებში: აჭარა – 50%; გურია – 44%; სამეგრელო/ზემო სვანეთი – 29%; იმერეთი – 23%; სამცხე-ჯავახეთი – 12%; თბილისი – 7%; მცხეთა-მთიანეთი – 6%; ქვემო ქართლი –6%; შიდა ქართლი – 4 %; კახეთი – 4%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონცენტრაციაც კი, რომელსაც არ ახლავს სპეციფიური კლინიკური გამოხატულება და ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა, დღეისათვის მიიჩნევა, რომ ორგანიზმში სხვადასხვა სპექტრის პრობლემებს განაპირობებს. კერძოდ,

ტყვიამ შეიძლება დააზიანოს ტვინის განვითარება, რაც გამოიხატება ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითებაში და ისეთ ქცევით ცვლილებებში, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ანტისოციალური ქცევა და დაბალი აკადემიური მოსწრება.

ორგანიზმში ტყვიის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება და რეპროდუქციული ორგანოების პრობლემები. ორსულის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა შეიძლება გახდეს სპონტანური აბორტის, მკვდრად შობადობის, ნაადრევი მშობიარობისა და ახალშობილის დაბალი წონის მიზეზი.

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]