დაკავებულები სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ბოლო კვირაში ეს საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავების მეორე შემთხვევაა. 20 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მწყემსი დააკავეს. ის ორ დღეში გაათავისუფლეს.