weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე განიხილეს

18:35 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინაში მიწის მმართველობის განვითარების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის“  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის იურისტი თეიმურაზ გაბრიაძე სპეციალური მიწვევით მონაწილეობდა.

თეიმურაზ გაბრიაძე  პანელურ სესიაზე – „საკადასტრო სისტემის სისრულე“ – მოხსენებით  „საქართველოში განხორციელებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის ინოვაციური მიდგომებით“ წარდგა და მონაწილეებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის  მიმდინარეობისას დანერგილი სიახლეები, გამოწვევები და მიღწეული წარმატებები  გააცნო.

თეიმურაზ გაბრიაძემ ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  მიწის რეგისტრაციის სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებაზე, უწყების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კონფერენცია „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

[R] საჯარო რეესტრის ეროვნულსააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]