ამ დროისთვის პოლიციას ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1955 წელს დაბადებული ჟ.გ. ჰყავს დაკავებული. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქრო და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ში აცხადებენ, რომ სხვა პირების დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.