weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომეხთა გენოციდის დღე სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მსვლელობით აღნიშნეს

13:20 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019
ფოტო © რადიო ნორი ფოტო © რადიო ნორი

სომეხი ერი დღეს, 24 აპრილს, ოსმალეთის იმპერიაში, 1915-23 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავს. ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ჩირაღდნებით ტრადიციული მსვლელობა მოაწყვეს.

ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეებმა, რომელთაც სომხეთისა და საქართველოს დროშები ეკავათ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობის თურქეთის მიერ გენოციდად აღიარება მოითხოვეს.

სომეხთა გენოციდის დღედ 1915 წლის 24 აპრილი მიიჩნევა, როცა თურქმა მმართველებმა სტამბოლში მცხოვრები სომხების გადასახლება და განადგურება დაიწყეს. სხვადასხვა ცნობებით, გენოციდს მილიონიდან მილიონ-ნახევარი სომეხი შეეწირა. სომეხთა გენოციდის ფაქტი პირველმა ოფიციალურად 1965 წელს ურუგვაიმ აღიარა, მას შემდეგ, აღიარებას 20-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, კანადა, ავსტრალია და შვედეთი. თურქეთი ოსმალეთის იმპერიაში სომხური მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების ფაქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]