საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 27 აპრილს, შაბათს, 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან უკან – 12:00 საათზე.
როგორც „რეგინფოს“ ნატახტარის აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ერთი გზის ბილეთის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარი გახდა, 12 წლამდე ბავშვებისთვის 63 ლარია, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას სრულდება.
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მარტში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 60%-ით გაიზარდა და 421 მგზავრი შეადგინა.