weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სააღდგომოდ ნატახტარი–მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

13:57 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც მართლმადიდებლები 28 აპრილს აღნიშნავენ, ნატახტარი-მესტიისა და მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 27 აპრილს, შაბათს, 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან უკან – 12:00 საათზე.

როგორც „რეგინფოს“ ნატახტარის აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ერთი გზის ბილეთის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარი გახდა, 12 წლამდე ბავშვებისთვის 63 ლარია, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას სრულდება.

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მარტში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 60%-ით გაიზარდა და 421 მგზავრი შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]