weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში დაცვის პოლიციისთვის დროებით თავშესაფარს აწყობენ

14:25 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევთან, სადაც სამი დღის წინ ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა, დაცვის პოლიციისთვის დროებით თავშესაფარს აწყობენ. სპეციალური ტექნიკის საშუალებით რამდენიმე ჯიხური დღეს დილით მიიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „რეგინფოს“ განუმარტეს, რომ ჯიხურები მხოლოდ დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი, რათა წვიმას თავი შეაფარონ. მათივე თქმით, დაცვის პოლიცია იმ არეალს იცავს, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თავშესაფრის მოწყობა სავარაუდოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც გუშინ, ადგილობრივმა სულხან ბორძიკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლები ღამეს ყვითელ ავტობუსში, სიცივეში ათევდნენ.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე 5.4 მგვტ სიმძლავრის ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შეტაკებისას დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]