weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელში ჰესის მშენებლობაზე დიალოგი გამორიცხულია – პანკისის სახალხო კრების წევრი

15:53 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სახალხო კრებაზე, 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებსა და ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე მსჯელობენ. როგორც სოფელ ომალოს წარმომადგენელმა, ემზარ ტოხოსაშვილმა თათბირის დაწყებამდე განაცხადა, სოფელში ჰესის აშენების საკითხზე ხელისუფლებასთან და კომპანიასთან დიალოგი გამორიცხულია.

„კატეგორიულად გამორიცხულია. შუა სოფელში ჰესის აშენებასთან დაკავშირებით დიალოგი არ შედგება. თუ უნდათ დიალოგი, ვინც მომხრეები ჰყავთ ადგილობრივები, ამოიყენონ გვერდში და გამოვიდნენ, როგორც დღეს ეს ხეობა გამოვიდა“, – განაცხადა ემზარ ტოხოსაშვილმა.

მისივე თქმით, არ არიან წინააღმდეგნი, რომ ჰესი სოფლებიდან მოშორებით აშენდეს.

„ყველას გვჯერა, რომ ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მაგრამ ხალხის სიცოხლისა და ჯანმრთელობის, ხეობის განადგურების ხარჯზე ეს არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ტოხოსაშვილმა.

მან 21 აპრილს, ხეობაში სპეცრაზმის შესვლა შეაფასა როგორც ძალოვანი უწყების მიერ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია. ტოხოსაშვილიც ამბობს, რომ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები და სპეცტექნიკა ხეობაში დილითვე გამოჩნდა.

„ჩვენი აზრით ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, რომ ქვეყანაზე წარმოვეჩინეთ, როგორც ტერორისტები, როგორც დაუმორჩილებლები, კანონის წინააღმდეგები. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ტოხოსაშვილმა.

პანკისის სახალხო კრება სავარაუდოდ დღესვე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]