weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს სიძნელეები შეექმნა – თეა წულუკიანი

01:31 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

აქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ამის შესახებ წულუკიანმა ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელეთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა.

ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება.

რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის, ჩასვლის და ჩამოსვლის უნიკალური შესაძლებლობა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც ევროპული არჩევანი წინაპრების დროიდან აქვს გაკეთებული და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]