weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ აირჩიეს ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე

10:28 პარასკევი, 07 ივლისი 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, ზურაბ პაპუნიძე აირჩიეს. არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა. კენჭისყრამდე სტუდენტებს სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნეს პაპუნიძის უპირობო მხარდაჭერის მოთხოვნით.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თვითმმართველობის 95 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა კი 76–მა სტუდენტმა მიიღო. თვითმმართველობის თავმჯდომარის ასარჩევად 33 ხმა იყო საკმარისი. პაპუნიძეს მხარი 69 სტუდენტმა დაუჭირა, 7 ბიულეტენი კი გაუქმდა.

არჩევნებამდე „აუდიტორია 115“–მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კენჭისყრის დღეს სტუდენტური თვითმმართველობის რიგით წევრებს სატელეფონო შეტყობინენები გაუგზავნეს შემდეგი ტექსტით:

„მოგესალმებით. მალვინა ყულეჯიშვილი ვარ. დღეს, 5 საათზე, უნივერსიტეტში, 55–ე აუდიტორიაში, პირადობა აუცილებელია – იქონიეთ, ხელის აწევით ვირჩევთ ზურა პაპუნიძეს და არ დაიბნეთ, როგორც კი წარადგენენ, ხელი აწიეთ. მადლობა ყურადღებისთვის“.

„აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს სტრუქტურა თავისი არსით არადემოკრატიულია და საჭიროა მისი ფუნდამენტური რეფორმა. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღნიშნული სტრუქტურის რეფორმირებას გულისხმობს, თუმცა როგორც გაირკვა, პროცესი შეჩერებულია აუდიტორია 115-ის მიერ სხვადასხვა კუთხით განხორციელებული აქტივობების გამო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალბატონ მარიამ ჯაშს და საქართველოს პარლამენტს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ გაგრძელდეს კანონის ცვლილებაზე მუშაობა. არსებული სიტუაციის შენარჩუნება ნიშნავს მახინჯი და მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში“, – ნათქვამია აუდიტორია 115–ის განცხადებაში.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის კანონზე მუშაობა შემოდგომაზე განახლდება.

„ჩვენ 3 თვის მანძილზე ვმუშაობდით სტუდენტებთან აღნიშნულ კანონპროექტზე. ჩემთვის იყო და რჩება უპირობო მოთხოვნად, რომ აღნიშნული პროცესი ყოველგვარი დესტრუქციის და პოლიტიკური შემადგენლისგან იყოს თავისუფალი. როგორც კანონრპროექტის ავტორმა, მივიღე გადაწყვეტილება არა კანონპროექტის გამოწვევის ან შეჩერების თაობაზე, არამედ გადავადების შესახებ საშემოდგომო სესიისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი 20-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილებას ეფუძნება.

კანონპროექტი 4 ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს:

პირველი ეხება უფლებას, რომ ყველა სტუდენტი პირდაპირი წესით იყოს არჩეული ფაკულტეტის საბჭოში.

მეორე ცვლილების თანახმად, არა მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებს, არამედ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსაც მიეცემათ უფლება, იყვნენ არჩეული სენატში და ფაკულტატურ საბჭოებში პროპორციულად, იმის მიხედვით, თითოეულ საფეხურზე რამდენი სტუდენტიც სწავლობს.

მესამე ცვლილებით, ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება, თანაბარი წვდომა ჰქონდეს უნივერსიტეტის ინდივიდუალური და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების დაფინანსებაზე.

მეოთხე ცვლილება ეხება კანონის 45-ე მუხლს, თუმცა მარიამ ჯაშის განცხადებით, მოთხოვნა სტუდენტური თვითმმართველობების გაუქმების თაობაზე არ არის გათვალისწინებული. კანონპროქტის თანახმად, თითოეული უნივერსიტეტის დონეზე დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის 1 წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უნდა აირჩიოს სტუდენტების არანაკლებ 10%-მა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]