weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმელმა ელექტრომობილების მფლობელებმა შიმშილობა დაიწყეს

13:02 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

ელექტრომობილების მფლობელებმა, რომლებიც ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მუშაობენ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი ითხოვენ, რომ პირველი მაისიდან არ ამოქმედდეს რეგულაცია, რომელიც ბულვარში ელექტრომობილების მოძრაობას კრძალავს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ელექტრომობილების მფლობელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. თორნიკე რიჟვაძემ მათ ალტერნატიულ სამუშაო ადგილად აეროპორტის ტერიტორია შესთავაზა.

„ვერ მოხდა შეთანხმება იმის გამო, რომ თორნიკე რიჟვაძემ მიუთითა ისეთი ადგილი, სადაც სეზონის ბოლომდე შეიძლება ერთი მოპედიც არ გაქირავდეს. ეს ნიშნავს – წადით სახლში, არ მოვდივართ არანაირ კომპრომისზე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯემალ სურმანიძემ.

ელექტრომობილების მფლობელები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს თვეზე მეტია აპროტესტებენ. ისინი საპროტესტო აქციას ბათუმის გარდა, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ მართავენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ თუ რეგულაციების ამოქმედების დრო მომავალ წლამდე გადავადდება, მზად არიან, მოპედების რაოდენობა 1300-დან 300-მდე შეამცირონ. გარდა ამისა, ბულვარში ელექტრომობილების მოძრაობის სიჩქარეს დაარეგულირებენ და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბულვარში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა საზოგადოების დაკვეთა იყო და დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც არაერთი ადამიანი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]