weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მზად ვართ საზღვრის დადგენის პროცესი დავასრულოთ – აზერბაიჯანული მხარე

13:16 პარასკევი, 26 აპრილი 2019
ფოტოზე ლეილა აბდულაევა ფოტოზე ლეილა აბდულაევა

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის დაკეტვას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, აზერბაიჯანისაქართველოს საზღვრის უსწრაფესად დელიმიტაციას ყოველთვის ემხრობოდნენ.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი თავის თავში მოიცავს ისტორიულ-არქიტექტურულ და რელიგიურ ობიექტებს, რომლებიც 25 კილომეტრზე, იმ ფერდობზეა გაშლილი, სადაც ორ მონაკვეთად გაყოფილი აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვარი გადის. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტა მიმდინარეობს არსებული ორმხრივი ფორმატების ფარგლებში და ეფუძნება შესაბამისი საერთაშორისო პროცედურებით დადგენილ პრაქტიკას. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის მომხრე. აზერბაიჯანი მზად არის ყველაზე ახლო პერიოდში დაასრულოს ეს პროცესი“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ სააგენტო Trend.az-თან.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა დღეს გახსნეს. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, მონასტრამდე არც სასულიერო პირებს უშვებდნენ და არც ტურისტებს.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდვა დააწესეს მას შემდეგ, რაც 20 აპრილს დავით გარეჯის მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა და უდაბნოს მონასტერი მოინახულა. ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

„უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს“, – თქვა მაშინ სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების ერთ–ერთი პრობლემატური საკითხი იყო.

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მომავალში იმუშავებს საზღვრის დელიმიტაციაზე, რაც შეფერხებული იყო. საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და საკითხი მოლაპარაკების გზით მოგვარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]