weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმსა და სენაკში სიჩქარის სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა

14:21 პარასკევი, 26 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა. დღეიდან სენაკსა და ბათუმში რადარები ათ ადგილზე ამოქმედდა.

ქალაქ სენაკში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

  • მშვიდობის ქუჩის N137-დან მშვიდობის ქუჩის N355-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  • მშვიდობის ქუჩის N362-დან მშვიდობის ქუჩის N122-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

ქალაქ ბათუმში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

  • ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);
  • ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  • ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  • ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  • ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  • ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  • ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N4-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  • ანწუხელიძის ქუჩის N4-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კილომეტრი საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

შსს-ს ცნობით, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კილომეტრამდე მონაკვეთი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]