weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში დაბინძურებული ტბის შესახებ შვედეთის ელჩმა „ტვიტერზე“ დაწერა

16:19 პარასკევი, 26 აპრილი 2019

შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტორმმა, რომელიც ბათუმში იმყოფება, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ფოტოები გამოაქვეყნა და დაბინძურებული არდაგანის ტბის შესახებ დაწერა.

„მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია, თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“, – წერს ულრიკ ტიდესტრომი.

შვედი დიპლომატის პოსტის საპასუხოდ შპს „ბათუმის წყალმა“ განმარტა, რომ ტბა დღეს, 26 აპრილს დაბინძურდა და ფაქტის დაფიქსირებისთანავე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

„დილის საათებში არდაგანის ტბაზე დაფიქსირდა ტბაში ბლანტი, უცხო სითხის შემოდინება სანიაღვრე სისტემის მეშვეობით... ქალაქის სანიაღვრე სისტემებიდან, სანიაღვრე წყლების შეკრება არდაგანის ტბაში ხდება. სანიაღვრე წყლები ხშირად დაბინძურებულია ნარჩენებით, რაც, საბოლოო ჯამში, თავს იყრის ტბაში“, – აცხადებენ კომპანიაში, რომელსაც არდაგანის ტბის მოვლა-პატრონობა ევალება.

კომპანია ბათუმის მცხოვრებლებს მოუწოდებს, სანიაღვრე ცხაურსა და არხებში ნაგავი არ ჩაყარონ.

შვედეთის ელჩი ტბის დასუფთავების სამუშაოებსაც გამოეხმაურა. ულრიკ ტიდესტრომის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ „ბათუმის წყალი“ ტბას ხშირად ასუფთავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]