weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაბრუნებული მეზღვაურების ახლობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

12:52 შაბათი, 27 აპრილი 2019

ქართველი მეზღვაურები, მანუჩარ კეკელიძე და რაულ ტაკიძე, რომლებიც კიდევ ერთი მეზღვაურის - დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების გამო ლიბიის დატოვებას თითქმის ოთხი თვე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ სარფის საბაჟო წუხელ გადმოკვეთეს.

მანუჩარ კეკელიძემ განაცხადა, რომ საზღვრის გადმოკვეთისას ქართულ მხარეს პრობლემები შეექმნათ.

„ლიბიაში გადავურჩი და საქართველოში უნდათ დამიჭირონ. გაგვაჩერეს. გასვლის დროს პასპორტში ბეჭედი არ არის ჩარტყმულიო... მოდის ვიღაც საბაჟოს წევრი, ჩემს პასპორტს სურათს უღებს და აგზავნის WhatsApp-ში. არ მეუბნება ვის უგზავნის და რას უგზავნის. არ გამომიშვეს, ვიდრე წივილ-კივილი არ ატყდა“, – განაცხადა მანუჩარ კეკელიძემ საბაჟოს დატოვების შემდეგ.   

ადგილზე იმყოფებოდნენ კეკელიძისა და ტაკიძის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მეზღვაურებს „ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დახვდა არც სტამბოლში და არც ტრაპიზონში“.

„სად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვაო სატრანსპორტო დეპარტამენტი? სანამ არ შევუვარდით, მანამ არ გამოუშვეს იმიტომ, რომ ბიჭების მიმართ გამოძიება დაიწყეს. არ აწყობთ, რომ ისინი ცოცხლები დაბრუნდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთი მეზღვაურის ახლობელმა ჟურნალისტებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მეზღვაურების მიმართ შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება არ გამოიჩინეს. უწყების ინფორმაციით, რაულ ტაკიძის და მანუჩარ კეკელიძის გამომგზავრების პროცესს მონიტორინგს უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატი და ეგვიპტეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

„დღიდან მეზღვაურების დაკავებისა ქართულ მხარეს არ შეუწყვეტია მეზღვაურებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტი და საქმის კურსში აყენებდა ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რასაც უწყება მიმართავდა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, შეკითხვები, რომლებიც მეზღვაურებს სარფის საბაჟოზე დაუსვეს, ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეს უკავშირდებოდა. რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. 7 იანვარს გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როდესაც ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]