weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მე-11 ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო – იულია სუსლიაკის ადვოკატი

13:21 შაბათი, 27 აპრილი 2019
ფოტოკადრზე იულია სუსლიაკი ფოტოკადრზე იულია სუსლიაკი

ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის ადვოკატი აცხადებს, რომ მეთერთმეტე ბავშვი, რომელიც ქალმა რუსეთში შეიყვანა და რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს, უბედური შემთხვევის შედეგად აბაზანაში დაიხრჩო.

„ჩემს მიერ ბრალდების მხარეს წარედგინა მტკიცებულება უბედური შემთხვევის გამო ერთი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2018 წლის ივლისის თვეში.

უბედური შემთვევის შედეგად ეს ბავშვი დაიხრჩო, კერძოდ, როგორც საქმის მასალებშია წარმოდგენილი, იგი აბაზანაში, „დუშის“ მიღების პროცესში არის დამხრჩვალი“, – აცხადებს ზურაბ თოდუა.

რაც შეეხება დანარჩენ ათ ბავშვს, ადვოკატის განმარტებით, მას გააჩნია მტკიცებულებები, რომ ცხრა ბავშვი უკრაინაში დაიბადა, ერთი კი აშშ-ში.

„გამაჩნია სუროგატ დედებთან დადებული კონტრაქტები და აგრთვე ყველა სხვა დოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად დასტურდება, ცხრა ბავშვის უკრაინაში დაბადების ფაქტი და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მაიამიში, ამ ქალის მიერ ბიოლოგიური მშობიარობის შედეგად მეათე ბავშვის დაბადების ფაქტი. გამოძიებას ამ ეტაპისთვის ბიოლოგიური ექსპერტიზა დანიშნულიც კი არ აქვს, თუმცა ნიმუშები აღებულია ათივე ბავშვისა და დედისგან“, – ამბობს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საქართველოში ათ მცირეწლოვანთან ერთად რუსეთიდან 8 აპრილს ჩამოვიდა და ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა სურდა. შსს-ს ცნობით, ინტერპოლის არხებით ცდილობენ რუსეთის ფედერაციისგან კიდევ ერთი ბავშვის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

„საერთოდ არ ვიცით ის ცოცხალია თუ არა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას ანუ ქალბატონმა თერთმეტი ბავშვი შეიყვანა რუსეთში, ხოლო საქართველოში ათი მცირეწლოვანი ჩამოიყვანა. ჩვენ ამ მხრივ ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ვინაიდან, როგორც გაირკვა ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა და უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ.

საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იულია სუსლიაკის და მისი თანმხლები ბავშვების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც ქალმა ათი ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანა. ექიმების თქმით, მათგან ყველაზე უმცროსი შვიდი თვის იყო, უფროსი კი 11 წლის. პოლიციამ იმავე დღეს გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]