weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ძველ ხიბულამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

14:07 სამშაბათი, 30 აპრილი 2019
ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულამდე მისასვლელი 5.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება.

ძველი ხიბულა ის სოფელია, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარტის ბოლოს, ძველ ხიბულაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ივანიშვილი სოფლის მცხოვრებლებს გაზის, გზის და საბავშვო ბაღის პრობლემების მოგვარებას დაპირდა. 

„გაზიფიცირებაც დავუჩქაროთ, წყალიც დავუჩქაროთ აქ, ყველაფერი... ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ... დიდი ზვიადის მადლობა იქნება თქვენთვის. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მიიღეთ ბოლოს. გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, რაც სირცხვილი იყო მთელი ქვეყნისთვის“, – თქვა ძველ ხიბულაში მყოფმა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]